ამერიკელ ჟურნალისტს, სავარაუდოდ, ბრიტანელმა რეპერმა მოჰკვეთა თავი
ბრიტანულმა სპეცსამსახურებმა იმ ადამიანის იდენტიფიცირება შეძლეს, რომელმაც ამერიკელი ჟურნალისტი ჯეიმს ფოლი მოკლა. ინფორმაციას გამოცემა Times-ი ქვეყნის ხელისუფლების ინკოგნიტო წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მთავარი ეჭვმიტანილი 23 წლის აბდელ მაჯიდ ბარია. ბარი ბრიტანეთში რეპს ასრულებდა. ის ლონდონის დასავლეთით მილიონ გირვანქა სტერლინგად შეფასებულ სახლს ფლობს. თუმცა, ბრიტანეთი ერთი წლის წინ დატოვა.
ამერიკელ ჟურნალისტს თავი რადიკალმა ისლამისტებმა რამდენიმე დღის წინ მოჰკვეთეს. მიზეზად კი შეერთებულ შტატებზე შურისძიება დაასახელეს.