პესკოვი: რუსეთი არ ცნობს ჰააგის სასამართლოს იურისდიქციას, მსგავსი გადაწყვეტილება ძალადაკარგულია

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ კრემლის ლიდერის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრებასთან დაკავშირებით ორდერის გაცემის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

როგორც პესკოვი აღნიშნავს, კრემლი ამ საკითხის ფორმულირებას აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიიჩნევს.

„საკითხის ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი, ისევე როგორც მთელი რიგი სახელმწიფოები, არ ცნობს ამ სასამართლოს იურისდიქციას და შესაბამისად, მსგავსი სახის ნებისმიერი გადაწყვეტილება რუსეთის ფედერაციისთვის სამართლის მიხედვით ძალადაკარგულია“, – განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების ორდერი გასცა. გარდა ამისა, ორდერი გაიცა ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავებაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები