კიევში ე.წ.კომენდანტის საათი შემცირდება, ხოლო მეტროს მუშაობა გახანგრძლივდება

კიევში ე.წ. კომენდანტის საათი შემცირდება და 26 მარტიდან ძალაში 00:00 საათიდან 05:00 საათამდე იქნება.

ამის შესახებ უკრაინის დედაქალაქის ადმინისტრაციაში განაცხადეს.

აღნიშნულია, რომ გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც საინჟინრო ბარიერების სისტემის გაუმჯობესება მოხდა.

ქალაქში ე.წ. კომენდანტის საათი უკანასკნელად 2022 წლის 15 მაისს დაკორექტირდა და 23:00 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებდა.

ამ ცვლილების პარალელურად, მეტროპოლიტენის მუშაობის განრიგიც შეიცვალა, თუმცა, გახანგრძლივების მხრივ.

26 მარტიდან მეტრო და სახმელეთო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ერთი საათით მეტით – 00:00 საათამდე იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები