ტანზანიაში უცნობი ინფექციური დაავადება აღმოაჩინეს, რომელსაც უკვე მსხვერპლი მოჰყვა
ტანზანიის ჩრდილო-დასავლეთში, ქალაქ ბუკობაში უცნობი ინფექციური დაავადება აღმოაჩინეს.
ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა Citizen-ი ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.
აღნიშნულია, რომ დაავადებას ქალაქში უკვე ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.
დაავადებულებს აღენიშნებათ ცხელება, ღებინება, სისხლდენა და ღვიძლის უკმარისობა. დაავადება ინფექციური ხასიათისაა, დაღუპულთა ცხედრებიდან დაავადების ტიპის დასადგენად სინჯები აიღეს.
დაზარალებულ რაიონებში სწრაფი რეაგირების ჯგუფი გაიგზავნა.