“ყველას არჩევანი მხედველობაშია მიღებული” – კულება იმ ქვეყნებზე, რომლებმაც უკრაინას ომის დროს მხარი არ დაუჭირეს

​ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, თითოეული ქვეყნის მიერ გაკეთებული არჩევანი „მომავალი ურთიერთობების მშენებლობისას მხედველობაში მიიღება”.

ამის შესახებ მან BBC-სთან ინტერვიუში თქვა.

„თუკი მსოფლიოში ვინმე ფიქრობს, რომ როგორ მოიქცა ესა თუ ის ქვეყანა ან რა პოზიცია დაიკავა უკრაინის ისტორიის ყველაზე ბნელ მომენტში, არ იქნება გათვალისწინებული სამომავლო ურთიერთობების დამყარებისას – მაშინ ამ ადამიანებმა უბრალოდ არ იციან, როგორ მუშაობს დიპლომატია”, – თქვა კულებამ.

მისი თქმით, “ომი ის დროა, როდესაც არჩევანის გაკეთებაა საჭირო და ყველა არჩევანი იქნება გათვალისწინებული”.

მიუხედავად იმისა, რომ უკრაინამ დასავლეთის ქვეყნებისგან სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერა მიიღო,  აფრიკის, აზიისა და სამხრეთ ამერიკის მრავალი ქვეყანა გვერდზე დადგა. ზოგიერთი მათგანი ისტორიულად თანაუგრძნობს რუსეთს, ზოგი შეშფოთებულია ეკონომიკური ხარჯებით, ზოგი კი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ზედმეტად აჭიანურებს ბრძოლას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები