გერმანიაში ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაულის ზრდა რეკორდულია
გერმანიაში გასულ წელს ჟურნალისტების მიმართ დანაშაულის 320 შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ გერმანიის მთავრობის პასუხშია ნათქვამი, რომელმაც მემარცხენე პარტიის კითხვას უპასუხა.
სულ დაფიქსირდა ძალადობის 46, მუქარის 41, ქონების დაზიანების 31 და საზოგადოების მხრიდან 27 პროვოკაცია.
2021 წელს გერმანიაში ჟურნალისტების წინააღმდეგ 276 დანაშაული იქნა ჩადენილი, 2020 წელს კი 260 შემთხვევა იყო.
მთავრობის ანგარიშის მიხედვით, ჟურნალისტების წინააღმდეგ დანაშაული სულ უფრო მატულობს.