ლატვიაში 31 მაისს საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება

ლატვიის სეიმის პრეზიდიუმი და ფრაქციების საბჭო საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ LSM წერს.

კერძოდ, სეიმში ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 31 მაისს არის დაგეგმილი.

ლატვიის პრეზიდენტს პარლამენტი ირჩევს.

კანონის მიხედვით, პრეზიდენტობის კანდიდატების მიერ ოფიციალური განცხადებების წარსადგენად მაისის პირველ ნახევარში ერთ კვირაზე ნაკლებია გამოყოფილი.

ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, ეგილს ლევიტსს ჯერ არ განუცხადებია, აპირებს თუ არა, კიდევ ერთი ვადით იყაროს კენჭი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები