სი ძინპინი რუსეთს 20 მარტს სახელმწიფო ვიზიტით ეწვევა

ჩინეთის ლიდერი, სი ძინპინი 20-22 მარტს, რუსეთის პრეზიდენტის მიწვევით, რუსეთში სახელმწიფო ვიზიტს განახორციელებს.

ამის შესახებ კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„მოლაპარაკებების დროს განიხილება ყოვლისმომცველი პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და რუსეთსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული ურთიერთქმედების აქტუალური საკითხები“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე, სი ძინპინი და ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო ასპარეზზე თანამშრომლობის გაღრმავებაზე გაცვლიან მოსაზრებებს.

კრემლში ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მოლაპარაკებების შედეგად რამდენიმე მნიშვნელოვან ორმხრივ დოკუმენტს მოეწერება ხელი.

ინფორმაცია ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები