პენტაგონი: ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს არ აწვდის

პენტაგონში განაცხადეს, რომ ვერ ხედავენ მტკიცებულებას, ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს აწვდიდეს.

უწყება გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს. მაგალითად, Politico-ს ცნობით, ImportGenius-ის საბაჟო მონაცემებით, ჩინურმა კომპანიებმა გასული წლის ივნისიდან დეკემბრამდე რუსეთში თოფები, დრონის ნაწილები და ჯავშანჟილეტები გაგზავნეს. CNN იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ჩინური წარმოების დრონი ჩამოაგდეს.

მაგრამ პენტაგონის სპიკერმა გენერალმა, პეტ რაიდერმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ მსგავსი ფაქტების დადასტურება არ შეუძლიათ.

„ჩვენ ჯერ არ გვინახავს ჩინეთიდან რუსეთში რაიმე ლეტალური იარაღის გადაცემა. ამას ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. ვიცი, რომ პრესაში არის გარკვეული ინფორმაცია, სადაც საუბარია სავაჭრო გარიგებებზე. ამაში უჩვეულო არაფერია, რადგან ჩინეთი და რუსეთი ინარჩუნებენ სავაჭრო ურთიერთობებს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ჩვენ ამჟამად ვერ ვხედავთ ჩინეთიდან რუსეთში ლეტალური იარაღის გადაზიდვის ფაქტებს”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები