BBC: ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს “ტიკტოკის” გამოყენება აეკრძალათ

ბრიტანეთის მთავრობის წარმომადგენლებს სამსახურებრივ ტელეფონებში ჩინური სოციალური ქსელის, „ტიკტოკის“ გამოყენება აეკრძალათ, – ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბრიტანეთში შიშობენ, რომ ჩინეთის მთავრობამ შესაძლოა, ოფიციალურ ტელეფონებში დაცულ მონაცემებზე ამ გზით წვდომა შეძლოს.

თავის მხრივ, “ტიკტოკი“ ბრალდებებს იმის შესახებ, რომ მომხმარებლების მონაცემებს ჩინეთის მთავრობას გადასცემს, უარყოფს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები