გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა

გერმანიამ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გადასცა, – ამის შესახებ ინფორმაცია გერმანიის ფედერალური მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს 5 000 ერთეული 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემისთვის განკუთვნილ საბრძოლო მასალას, ასევე საავტომობილო ტექნიკას და 25 გენერატორს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები