ოკუპირებულ აფხაზეთში ტურისტული მატარებელი – “სოჭი” მუშაობას განაახლებს

ოკუპირებულ აფხაზეთში 29 აპრილიდან ტურისტული მატარებელი – “სოჭი” ივლის, რომლის მარშრუტი იქნება: ტუაფსე-სოჭი-გაგრა.

მატარებელი ნოემბრის ბოლომდე იმოძრავებს ყოველდღე, სამშაბათის გარდა.

რუსეთის რკინიგზა აღნიშნავს მანქანების უნიკალურ დიზაინს – გასული საუკუნის 80-იანი წლების სტილში.

ამავდროულად, ვაგონების შიგთავსი სრულად შეესაბამება კომფორტის თანამედროვე მოთხოვნებს.

ვაგონები აღჭურვილია სანიტარული ოთახებით, კონდიციონერებით და ინდივიდუალური დენცქვიტებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები