ხურვალეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს

    ხურვალეთიდან ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით საქართველოს სამი მოქალაქე გაიტაცეს. ფაქტი “კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გატაცებულები სოფელ ახალსოფლის მკვიდრები არიან, ისინი ქერის მოსავლის აღების დროს გაიტაცეს. ოჯახს არ აქვს ინფორმაცია, ამ დროისთვის სად იმყოფებიან გატაცებულები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები