ბენ უოლესი: მოვუწოდებთ რუსეთს, პატივი სცეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა, ბენ უოლესმა რუსეთს მოუწოდა, „პატივი სცეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს“.
„აქ მთავარია, რომ ყველა მხარე პატივს სცემდეს საერთაშორისო საჰაერო სივრცეს და ჩვენ მოვუწოდებთ რუსებს ამის გაკეთებისკენ“, – განუცხადა უოლესმა ჟურნალისტებს.
ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა, რომელიც ამჟამად იაპონიაში თავდაცვის ღონისძიებაზე იმყოფება, დასძინა, რომ აშშ-ის აზრით, ეს ქმედება „ძალიან არაპროფესიონალურად“ არის შესრულებული.
ცნობისთვის, შავი ზღვის თავზე რუსული გამანადგურებელი – სუ-27 ამერიკულ სამხედრო დრონს შეეჯახა. აშშ-ის ევროპული სარდლობის განცხადებით, აღნიშნული კატასტროფა „რუსების არაპროფესიონალური ქმედების“ შედეგი იყო.