ლატვიის პრემიერი: გათავისუფლებული უკრაინა ნატოს უნდა შეუერთდეს, რათა ახალი ომი თავიდან აიცილოს

ლატვიის პრემიერ-მინისტრი, კრიშიანის კარინში მიიჩნევს, რომ საომარი მოქმედებების დასრულების შემდეგ, უკრაინა ნატოს წევრი უნდა გახდეს უსაფრთხოების ყველა გარანტიით, რაც ამას მოჰყვება.

როგორც მან აღნიშნა,  სანამ საომარი მოქმედებები გრძელდება, ნატოში არავინ განიხილავს სერიოზულად უკრაინის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ეს დაუყოვნებლივ ჩაითრევს მთელ ალიანსს ომში, რომელსაც რუსეთი უკრაინაში აწარმოებს.

„მაგრამ საბოლოო ჯამში, ჩვენი საერთო და ურყევი მხარდაჭერით, უკრაინა თავის მიზნებს მიაღწევს“, – განაცხადა კარინშმა.

მისი თქმით, გამარჯვებული უკრაინა რუსეთს მაინც ხელუხლებლად დატოვებს, უცვლელი იმპერიალისტური მიდრეკილებით და აგრესიული და ავტორიტარული მთავრობის მმართველობის ქვეშ.

„ეს გარანტიები მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ მთელი ევროპისთვის. ჩვენ არ შეგვიძლია უახლოეს მომავალში რუსეთის ხელმძღვანელობის კურსს ველოდოთ. თუმცა, შეგვიძლია გარანტირებული ვიყოთ, რომ როგორიც არ უნდა იყოს მისი განზრახვები, ის ვერ შეძლებს დაიწყოს ახალი ომი მათი ევროპელი მეზობლების წინააღმდეგ“, – განაცხადა ლატვიის პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები