თურქეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა

თურქეთში, ადიამანისა და შანლიურფას პროვინციებში ძლიერი წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა. მანამდე, 5 გარდაცვლილის შესახებ ვრცელდებოდა ინფორმაცია.

ამის შესახებ Anadolu წერს.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში 14 მარტიდან გადაუღებლად წვიმს.

წყალმა საავადმყოფოს ბავშვთა განყოფილებაში შეაღწია, ევაკუირებულია 200-მდე პაციენტი.

წყალდიდობა ასევე ფიქსირდება მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში გაშლილ კარვებისა და კონტეინერების ბანაკებში.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს განცხადებით, ადიამანის პროვინციაში, ტუტის რაიონში ღვარცოფს წელიწად-ნახევრის ბავშვი ემსხვერპლა.

შანლიურფასა და ადიამანში სახლების უმეტესობა დატბორილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები