“უკრაინისთვის Leopard-ების გადაცემას 9 ქვეყანა გეგმავს” – ლოიდ ოსტინი

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა განაცხადა, რომ უკრაინისთვის “ლეოპარდის” ტიპის ტანკების გადაცემას 9 ქვეყანა აპირებს.

ამის შესახებ მან უკრაინის საკითხზე საკონტაქტო ჯგუფის, ე.წ. რამშტაინის მეათე შეხვედრის დაწყებისას თქვა.

მისი განმარტებით, საუბარია 9-ზე მეტი ჯავშან ბრიგადის ფორმირებაზე.

„ქვეყნების კოალიცია, რომელიც უკრაინას “ლეოპარდის” ტანკებით ამარაგებს იზრდება. ახლა უკვე 9 ქვეყანა გეგმავს ჯამში 150-ზე მეტ ტანკის მიწოდებას“, – თქვა ოსტინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები