“კრემლს მოლდოვაზე კონტროლის აღდგენის გეგმა აქვს” – გერმანული მედია

რუსეთს აქვს სტრატეგიული მიზანი – ჩამოაშოროს მოლდოვა დასავლეთს და დააბრუნოს მისი გავლენის სფეროში.

ამის შესახებ გერმანული მედიაკომპანიები – WDR, NDR და გაზეთი Süddeutsche Zeitung-ი მათ ხელთ არსებული 2021 წლის ზაფხულის გეგმის ასლზე დაყრდნობით წერენ.

დოკუმენტის მიხედვით, მოლდოვა დასავლეთთან დაპირისპირების მნიშვნელოვანი არენაა. მომდევნო ათი წლის განმავლობაში მოსკოვის მთავარი ამოცანაა “მოლდოვის შიდა საქმეებში გარე ფაქტორების ჩარევის” მცდელობების აღკვეთა.

გეგმის ფარგლებში, შეთავაზებულია მოლდოვას ჩართვა ისეთ ორგანიზაციებში, რომლებიც რუსეთის მიერ არის გაკონტროლებული, როგორიცაა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) და ევრაზიის ეკონომიკური კავშირი.

ასევე, გეგმის მიხედვით, უნდა გაძლიერდეს პრორუსული განწყობები ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ელიტაში. კიდევ ერთი ზომის სახით, შეთავაზებულია რესპუბლიკაში რუსულ ენაზე სწავლების გაფართოების ხელშეწყობა, მათ შორის, დისტანციური განათლების და ამ ქვეყანაში რუსული უნივერსიტეტების ფილიალების გახსნა.

აღნიშნულია, რომ, ამ სტრატეგიის შედეგად, 2030 წლისთვის მოლდოვის საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში “ნატოს მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება“ უნდა იყოს მყარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები