აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ვადამდელი ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. როგორც აფხაზეთის ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, საპრეზიდენტო არჩევნებში ოთხი კანდიდატია დარეგისტრირებული – რაულ ხაჯიმბა, ასლან ბჟანია, ლეონიდ ძიაპშბა და მერაბ ქიშმარია. აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის უფლება 132 861 ამომრჩეველს აქვს. გალისა და ტყვარჩელის რაიონების 22 ათასზე მეტ მცხოვრებს კი ხმის მიცემის უფლება ჩამოერთვა, რადგან მათ აფხაზურ პასპორტთან ერთად, ქართული პასპორტებიც აქვთ.
ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგები 25 აგვისტოს გახდება ცნობილი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა რაულ ხაჯიმბა საკუთარი არჩევანი სოხუმში, ერთ-ერთ ე.წ. საარჩევნო უბანზე უკვე გააკეთა. ხაჯიმბა გამარჯვებაში დარწმუნებულია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები