“რუსეთი ბიოლოგიურ იარაღს ამუშავებს და ამაში უკრაინას ადანაშაულებს” – ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს, რომ რუსეთი შემტევ ბიოლოგიურ იარაღს ავითარებს, ამავდროულად, აგრძელებს „უკრაინაში ბიოლოგიური ლაბორატორიის“ შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებას.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე განაცხადა, კრემლი წლების განმავლობაში უკრაინაში „ბიოლოგიური ლაბორატორიების“ შესახებ “ფეიკებს” ავრცელებს, რომ მშვიდობიანი ჯანდაცვის დაწესებულებების მიმართ უნდობლობა გამოიწვიოს.

პრაისმა დასძინა, რომ კრემლი ბიოლოგიური იარაღის შესახებ ყალბ ინფორმაციას პოლიტიკოსების, პროპაგანდისტებისა და პუტინის რეჟიმის მიერ კონტროლირებადი „ექსპერტების“ მეშვეობით ავრცელებს.

„რუსეთს სჩვევია სხვების დადანაშაულება იმაში, რასაც თავად აკეთებს და მისი ბოლოდროინდელი განცხადებები ამისგან არ განსხვავდება“, – თქვა პრაისმა.

შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ რუსეთი შეტევითი ბიოლოგიური იარაღის პროგრამის მხარდაჭერას აგრძელებს, რითაც არღვევს ბიოლოგიური იარაღის კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები