ბაშარ ასადი მოსკოვში იმყოფება
სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ასადი მოსკოვში იმყოფება.
ასადი რუსეთის დედაქალაქში 14 მარტს ჩავიდა.
ვიზიტის ფარგლებში, ის მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.
კრემლის განცხადებით, სირიისა და რუსეთის პირველი პირები განიხილავენ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში, ისევე – როგორც სირიასა და მის გარშემო არსებული ვითარების გადაწყვეტის პერსპექტივებს.