ამერიკელი სენატორები პენტაგონს უკრაინაში F-16-ების გაგზავნის შესაძლებლობის შესწავლისკენ მოუწოდებენ

ამერიკელი სენატორების ჯგუფმა ქვეყნის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს წერილი გაუგზავნა, რომელშიც ითხოვს, რომ მოხდეს უკრაინაში F-16 გამანადგურებლების გაგზავნის შესაძლებლობის განხილვა.

ამის შესახებ Fox News-ი იტყობინება.

„ეს იქნება მნიშვნელოვანი წვლილი, რომელსაც შეუძლია, გადამწყვეტი გავლენა მოახდინოს ბრძოლის ველზე“, – ნათქვამია წერილში, რომელსაც ხელი 8 სენატორმა მოაწერა.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ „კონფლიქტის გადამწყვეტ მომენტში ვიმყოფებით. აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა გააგრძელოს იმ დახმარების გულდასმით გაანალიზება, რომლის უზრუნველყოფაც შეუძლია, რომ კიევმა რუსეთის დამარცხება ბრძოლის ველზე შეძლოს“.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ადრე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ამერიკული გამანადგურებლების მიწოდება “ამჟამად პრიორიტეტში არ არის”.

Politico-ს ცნობით, წერილი სენატორმა მარკ კელიმ დაწერა და მას ხელი რესპუბლიკელმა და დემოკრატმა სენატორმა მოაწერა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები