სიმახინჯე ბედნიერების სანაცვლოდ – როგორ აზიანებენ დედები აფრიკასა და აზიაში შვილებს მათი მომავლისთვის

ქალური სილამაზის ცნება სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მიმზიდველობის კანონები საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა და მათზე გავლენას ახდენდა სხვადასხვა ფაქტორები: რელიგია, სოციალური პირობები და კლიმატიც კი. მაგრამ ერთია როდესაც ქალი თავად განსაზღვრავს როგორ უნდა რომ გამოიყურებოდეს და სულ სხვაა – როდესაც მას ბავშვობაში ძალით უწევენ „მოდიფიცირებას“. სამწუხაროდ, ზუსტად ამის პრაქტიკა წლებია არსებობს აფრიკის და აზიის სხვადასხვა  ქვეყანაში.

საზოგადოებაში, სადაც პატრიარქატი მეფობს და ქალის კეთილდღეობა დამოკიდებულია მამაკაცზე, გარეგნობა ძალიან დიდ როლს თამაშობს. იმისთვის, რომ საკუთარი ქალიშვილის ბედნიერება უზრუნველყონ დედები უკიდურეს ზომებს მიმართავენ. ზოგჯერ ეს ნაყოფს იძლევა, ზოგჯერ არა, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვი მნიშვნელოვან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას იღებს.

კამერუნში სოფლელ გოგონას ძალიან ცოტა შესაძლებლობა აქვს, რომ წარმატებული ცხოვრება ჰქონდეს. ეს ან წარმატებული ქორწინებაა ან განათლების მიღებაა და სხვა ქალაქსა თუ ქვეყანაში წასვლა. მაგრამ არცერთ ვარიანტში ქალები ხშირად საკუთარ თავს არ ეკუთვნიან. კამერუნში გოგონებს მოზარდობის ასაკში ათხოვებენ და ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი სიტყვა ქორწილის თარიღის ან საქმროს შერჩევაში არ ეკუთვნის პატარძალს ან მის დედას, არამედ მამას ან სოფლისთავს.

დაქორწინების შემდეგ გოგონა საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და მისი ცხოვრება ემსახურება შვილების გაჩენას, გაზრდას და სახლის საქმეებს. დედები, რომელთაც საკუთარი გოგონებისთვის მხოლოდ კარგი სურთ, ბარბაროსულ პროცედურებს მიმართავენ – ცხელი გაცხელებული ქვებით ან რკინით მკერდს უწვავენ, რომ მან ფორმა დაკარგოს და აღარ გაიზარდოს. ასე დამუშავებული გოგონა მიმზიდველობას კარგავს მამაკაცებისთვის და მისთვის გაცილებით ადვილია საკუთარი ცხოვრების განკარგვა.

გაეროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, კამერუნში ქალების 24% გახდა ამ საშინელი პროცედურის მსხვერპლი. ამასთანავე 58% საკუთარი დედის ხელით დამახინჯდა.

ამ მტკივნეულ პროცედურას გოგონებს  8-16 წლის ასაკში უტარებენ და მისი ძირითადი მიზეზია – დაიცვან ბავშვი ადრეული ორსულობისგან, გარიგებით ქორწინების ან გაუპატიურებისგან. ქვეყანაში ტრადიციულად ითვლება, რომ გოგონას, მიუხედავად მისი ასაკისა, როგორც კი მკერდი ეზრდება მზად არის სქესობრივი ცხოვრებისთვის, ქორწინებისთვის და შვილების გაჩენისთვის.

მკერდის მიწვა – მხოლოდ მტკივნეული პროცედურა არ არის, რომელიც სხეულს ამახინჯებს. ქვეყანაში ელემენტარული სამედიცინო დახმარების დეფიციტის გამო ხშირ შემთხვევაში ეს პროცედურა იწვევს სიკვდილს და ყოველთვის დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას.

მკერდის მოწვის შედეგი შესაძლოა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვლინდებოდეს. რაც გამოიხატება რძის უქონლობაში ბავშვის გაჩენის შემდეგ, ონკოლოგიური დაავადებების განვითარებაში და ბევრ სხვა რამეში. გარდა ამისა, ქალს, რომელსაც კოსმეტიკური დეფექტი აქვს, რცხვენია საკუთარი სხეულის და მეტიც, სძულთ ის.

ეხმარებათ თუ არა ასეთი ტრადიცია სასურველი შედეგის მიღწევაში? ითვლება, რომ კი. მაგრამ კვლევები, რომლებიც ჰუმანიტარული მისიების ფარგლებში ჩატარდა, მეტყველებს რომ – არა. კამერუნელი მამაკაცების გამოკითხვის თანახმად, ბევრმა მათგანმა არაფერი იცის მკერდის მოწვის პრაქტიკის შესახებ, მის შესახებ უშუალოდ გამოკითხვის დროს ან პრესაში გავრცელებული პუბლიკაციების შედეგად იგებენ. 

კამერუნი არ არის ერთადერთი ქვეყანა, სადაც ბავშვებს მკერდს “უუთოვებენ”. მსგავსი პრაქტიკა, უფრო იშვიათია, მაგრამ მაინც გვხვდება ჩადეში, ტოგოში, ბენინეში, გვინეასა და გვინეა-ბისაუში. მეტად საშინელება ისაა, რომ აფრიკული ქვეყნების ემიგრანტებთან ერთად ეს სიველურე ევროპაშიც შეიჭრა. 2010 წლიდან სამედიცინო დათვალიერების ან შემთხვევითობის შედეგად, მკერდის მოწვის ფაქტები რეგულარულად გვხვდება დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები