ზიმბაბვეს მმართველი პარტიის სპიკერმა რუსეთი ყირიმის “დაბრუნებისთვის” შეაქო

“რუსეთი ყირიმის დაბრუნებით სწორად მოიქცა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ აშშ და ნატო დასახლდებოდნენ”, – განაცხადა ზიმბაბვეს მმართველი პარტიის ZANU-PF-ის წარმომადგენელმა, კრისტოფერ მუცვანგვამ.

”რუსეთი სწორად მოიქცა, რომ ყირიმი დაიბრუნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ ნატო და აშშ შევიდოდნენ. ისინი რუსულ რესურსებს შურით უყურებენ და მათი ხელში ჩაგდება სურთ. ამიტომ დავინახე, რომ რუსული სახელმწიფო მსოფლიო ასპარეზზე ცდილობს თავის დამკვიდრებას საბჭოთა კავშირის დაშლის რთული პერიოდის შემდეგ. ამჟამად, რუსეთი კვლავ ძლიერდება და იმედი მაქვს, რომ რეგიონში მშვიდობა აღდგება”, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები