სერგი გაიდაი ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, სერგი გაიდაი პოსტს ტოვებს.

ამის შესახებ LB.ua წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალების ინფორმაციით, გაიდაი განცხადებას უკვე ხვალ, 15 მარტს გააკეთებს.

არსებული ინფორმაციით, სერგი გაიდაი ყახაზეთში ელჩად ინიშნება.

რაც შეეხება ლუგანსკს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისი თანამდებობაზე სამხედროს კანდიდატურას ეძებს, განიხილება რამდენიმე გვარი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები