პოლონეთი უკრაინას თვითმფრინავებს ერთ თვეში გადასცემს
პოლონეთის პრემიერმინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ უკრაინისთვის მოიერიშე MIG-29-ის გადაცემა შესაძლოა, მომდევნო 4-6 კვირის განმავლობაში მოხდეს.
ამის შესახებ მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, წერს rp.pl.
მორავიეცკის ჰკითხეს, როდის არის მოსალოდნელი უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემა, რაზეც პოლიტიკოსმა თქვა: “4-6 კვირაში”.
მანამდე პოლონეთის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ გამოაცხადა, რომ ვარშავა მზად არის, კიევს, საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, MiG-29 გადასცეს. ამასთან, მან იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა მომავალში F-16-საც მიიღებს.