“კუხო სომხეთს ტოვებს და ეს გვაწუხებს” – ნიკოლ ფაშინიანი

სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (კუხო) დაადანაშაულა იმაში, რომ მან ქვეყანა, აზერბაიჯანთან საომარი მოქმედებების შესაძლო განახლების ფონზე, მარტო დატოვა.

„როდესაც კუხო-ს გენერალური მდივანი სომხეთს ეწვია, მან მითხრა, რომ ორგანიზაციაში შიშობენ, რომ ერევანმა შესაძლოა, ის დატოვოს. მე ვუპასუხე, რომ ეს შეშფოთება უადგილოა, მაგრამ საფუძვლიანია სხვა შეშფოთება, რაც სომხეთის რესპუბლიკას გააჩნია და ის ეხება იმას, რომ რესპუბლიკა შესაძლოა, თვითონ კუხომ დატოვოს და ჩემი შეფასება ასეთია: სურს თუ არა ეს სომხეთს, კუხო ტოვებს ჩვენს ქვეყანას და ეს გვაწუხებს“, – განაცხადა ფაშინიანმა.

მანვე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთის საზღვართან და მთიან ყარაბაღში ესკალაციის საფრთხე ძალიან მაღალია. მისი თქმით, აზერბაიჯანს მზარდი აგრესიული რიტორიკა აქვს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები