რატომ დაიძაბა ურთიერთობა სერგო ჯავახაძესა და დავით კეზერაშვილს შორის

   პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სერგო ჯავახაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილის ხელში ფინანსური პოლიცია დანაშაულებრივი სტრუქტურა გახდა,- ამის შესახებ სერგო ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბრობს. სერგო ჯავახაძე ამბობს, რომ მასსა და დავით კეზერაშვილს შორის დაპირისპირება იყო, თუმცა კონფლიქტში არ გადაზრდილა.
„გორის ფინანსური პოლიციის უფროსი გავათავისუფლე დაუკითხავად, საკმაოდ სერიოზული მიზეზი იყო და უკან არ დავიხიე. ჩემი აზრით, ის ოქრუაშვილის კადრი იყო, მან კეზერაშვილის უთხრა და ამის გამო დაიძაბა სიტუაცია. ამბობენ, თითქოს ჩვენ კაბინეტში ვიჩხუბეთ, ასე არ ყოფილა… კონფლიქტი იყო, მაგრამ ერთმანეთს ხელით არ შევხებივართ. მოკლედ, მაშინ პრეზიდენტისგან მოდიოდა დირექტივები: დაიჭირეთ ხუთი კაცი, დაიჭირეთ ათი კაცი… მე ამის გაკეთება ნამდვილადარ შემეძლო. არა-და, ესენი ამას დაჟინებით ითხოვდნენ. თავიდან ფინანსური პოლიცია ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო, მაგრამ როგორც კი კეზერაშვილი პრეზიდენტის ნომენკლატურა გახდა, ამ თანამდებობაზე ადამიანს ნიშნავდა სააკაშვილი პრემიერ-მინისტრის წარდგინებით. კეზერაშვილს მინისტრის რანგი ჰქონდა, მაგას ზურაბ ნოღაიდელი ვერასოდეს ვერ მოხსნიდა. ახალა სააკაშვილი თვითონ აღიარებს, რომ ეს ადამიანი იყო ,,ნაციონალური მოძრაობის’’ დამფინანსებელი.
მეც ვეთანხმები, მაგრამ ის დამფინანსებელი იყო თავიდანვე, როგორც კი სააკაშვილი ხელისუფლებაში მოვიდა. კეზერაშვილის ხელში ფინანსური პოლიცია უკვე იყო დანაშაულებრივი სტრუქტურა“, – აცხადებს სერგო ჯავახაძე გაზეთ „ალიასთან“ საუბარისას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები