“მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება ქვეყანას ანგრევს” – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ქვეყანას მათთვის ანადგურებს, ვინც ფულს უხდის.

„მოლდოვის ხელისუფლებას კურსი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ აქვს აღებული. შეერთებული შტატებისა და კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერით, ხელისუფლებაში მოდიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც არ იცავენ თავიანთი ხალხის, საზოგადოების და სახელმწიფოს ინტერესებს, მაგრამ გარედან მათი პატრონების ინტერესებს, რაც ქვეყნის ინტერესებს ეწინააღმდეგება“, – განუცხადა მან ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მოლდოვის ამჟამინდელი ხელისუფლება “სახელმწიფოებრიობის განადგურების პოლიტიკას ატარებს”, რადგან “დასავლეთს რუსეთის გარშემო არასტაბილურობის პერიმეტრი სჭირდება”.

“მოლდოვის ხალხი არ დაუშვებს არა მხოლოდ შერყევას, არამედ საკუთარი ქვეყნის განადგურებას, რადგან უდავოა, რომ მოლდოვის ხელისუფლება ანგრევს ქვეყანას და მზად არის ნებისმიერი მსხვერპლის გაღებისთვის მათთვის, ვინც ფულს უხდის“, – დასძინა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები