“უკრაინის გაუთავებელი დახმარება შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის”- აშშ-ის პრეზიდენტობის სავარაუდო კანდიდატი

“რუსეთსა და უკრაინას შორის კონფლიქტში უფრო მეტად ჩართვა შეერთებული შტატების ინტერესებში არ შედის”, – განაცხადა ფლორიდის შტატის გუბერნატორმა, რონ დესანტისმა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე კენჭისყრას გეგმავს.

Fox News-ის წამყვანმა დესანტისისთვის დასმულ კითხვაზე პასუხი გამოაქვეყნა, თუ როგორია უკრაინის ომისადმი მისი დამოკიდებულება.

„მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს ბევრი სასიცოცხლო ეროვნული ინტერესი აქვს – ჩვენი საზღვრების დაცვა, ჩვენი სამხედროების მზადყოფნის კრიზისის დაძლევა, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის მიღწევა, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ეკონომიკური, კულტურული და სამხედრო ძლიერების გამოცდა – უკრაინასა და რუსეთს შორის ტერიტორიულ დავაში კიდევ მეტად ჩართვა არცერთი ამათგანი არ არის“, – თქვა დესანტისმა.

პოლიტიკოსის თქმით, “ბაიდენის ადმინისტრაციისთვის მიცემული “კარტ- ბლანში” ამ კონფლიქტის დასაფინანსებლად იმდენი ხანი, რაც დასჭირდება, განსაზღვრული მიზნებისა და ანგარიშვალდებულების გარეშე – არის ყურადღების გადატანა ქვეყნის წინაშე მდგარი ყველაზე მწვავე გამოწვევებისგან“.

გამოკითხვების მიხედვით, 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რონ დესანტისი დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტია, რომ გახდეს რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები