NYT: სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო (ICC) რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ჩადენილი სამხედრო დანაშაულების ბრალდებით ორი საქმის აღძვრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული გაზეთი The New York Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნული საქმის ფარგლებში, ICC რამდენიმე ადამიანის დასაკავებლად ორდერებს გამოითხოვს.

საქმეებში, რომლის განხილვასაც სასამართლო გეგმავს, რუსეთს ბრალს უკრაინელი ბავშვების გატაცებასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გამიზნულად მიყენებისთვის წარუდგენენ.

მთავარმა პროკურორმა, კარიმ ხანმა ჯერ მოსამართლეთა კოლეგიას სასამართლომდე უნდა წარუდგინოს არგუმენტები, რომლის საფუძველზეც მოსამართლეები გადაწყვეტენ, არის თუ არა დაცული სამართლებრივი სტანდარტები ეჭვმიტანილთა დასაკავებლად ორდერების გაცემისთვის ან სჭირდებათ თუ არა დამატებითი მტკიცებულებები.

ზოგიერთი ექსპერტი და დიპლომატი ვარაუდობს, რომ ბრალდება შესაძლოა, პირადად ვლადიმერ პუტინს წარუდგინონ, რადგან იუსტიციის საერთაშორისო სასამართლო ომის დანაშაულებებთან დაკავშირებულ საქმეებში სახელმწიფოს მეთაურის იმუნიტეტს არ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები