მოლდოვის თავდაცვის მინისტრი: მოლდოვა რუსეთის მხრიდან ჰიბრიდული ომის წინაშე დგას

მოლდოვა არა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის, არამედ ჰიბრიდული ომის წინაშე დგას, რომელსაც რუსეთი აწარმოებს პროევროპული ხელისუფლების დასამხობად, – ამის შესახებ მოლდოვის თავდაცვის მინისტრმა, ანატოლი ნოსატიმ სააგენტო AFP-სთან ინტერვიუში განაცხადა.

„ამჟამად მოლდოვა გარდაუვალი სამხედრო საფრთხის წინაშე არ დგას, მაგრამ არსებობს სხვა ტიპის რისკები, რომლებიც გავლენას ახდენენ უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნა ანატოლი ნოსატიმ.

გარდა ამისა, მან ისაუბრა დეზინფორმაციასა და საზოგადოებაში რუსეთის მიერ წარმოქმნილ დაძაბულობაზე, პროვოკაციების ერთობლიობაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქაოსის დათესვასა და „პოლიტიკური წესრიგის შეცვლას“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები