გიორგი გახარია: ნიდერლანდების ელჩს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა ვთხოვე
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადებით, მან საქართველოში ნიდერლანდების ელჩს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში საქართველოს მხარდაჭერა სთხოვა.
“დღეს შევხვდი საქართველოში ნიდერლანდების ელჩს და ვთხოვე ნიდერლანდების მთავრობის მხარდაჭერა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში…
ეს არის ერთადერთი გზა, რომ საქართველო დაბრუნდეს დემოკრატიის გზაზე”, – წერს გახარია სოციალურ ქსელში.