ირანში ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებული 22 ათასი ადამიანი შეიწყალეს

ირანში ანტისახელისუფლებო აქციების დროს დაკავებული 22 ათასი ადამიანი შეიწყალეს.

ამის შესახებ სასამართლო სისტემის ხელმძღვანელმა, გოლჰოსეინ მოჰსენი ეჯეიმ განაცხადა, – წერს IRNA.

თებერვალში ადგილობრივი მედია წერდა, რომ ირანის უზენაესმა ლიდერმა, ალი ჰამენეიმ ათასობით ათასი პატიმარი შეიწყალა, მათ შორის იყვნენ აქციების დროს დაკავებულებიც.

ეჯეის თქმით, ამჟამად, შეწყალებულია 82 ათასი ადამიანი, მათ შორის 22 ათასი საპროტესტო აქციების დროს იყო დაკავებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები