გერმანიაში რუსული ნავთობის იმპორტი 99,9%-ით შემცირდა

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ნავთობის ემბარგოს მეორე ეტაპის ძალაში შესვლის შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ნავთობის იმპორტი თითქმის მთლიანად შემცირდა.

ამის შესახებ Tagesschau ფედერალური სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით წერს.

2023 წლის იანვარში გერმანიამ მხოლოდ 3 500 ტონა რუსული ნავთობი მიიღო, მაშინ როდესაც 2022 წლის იანვარში იმპორტმა 2,8 მილიონი ტონა შეადგინა.

„უკრაინაში შეჭრის შედეგად, რუსეთიდან ნავთობის იმპორტი პრაქტიკულად შეჩერებულია. არითმეტიკულად, ის 99,9%-ით დაეცა”, – აცხადებენ სტატისტიკის სამსახურში.

გერმანიის ნავთობის მთლიან იმპორტში რუსეთის წინა 2022 წლის იანვარში 36,5%-დან 0,1%-მდე დაეცა.

იანვარში გერმანიის ფინანსთა მინისტრმა, კრისტიან ლინდნერმა განაცხადა, რომ ქვეყანა რუსული ენერგიის იმპორტზე დამოკიდებული აღარ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები