თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთაგან 6,6 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა
თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთაგან 6,6 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ძირითადად სირიის მოქალაქეა.
ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულეიმან სოილუმ განაცხადა.
მისი თქმით, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულთა საერთო რიცხვმა 48 448-სს მიაღწია.
“მიწისძვრის შედეგად დაღუპული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა 6 660 ადამიანს შეადგენს. ძირითადად, ეს ჩვენი სირიელი ძმები და დები არიან“, – განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.