“ჰათაიში 183 ათასი კორპუსის და 15 ათასი სახლის მშენებლობა იგეგმება” – ერდოღანი
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დამანგრეველი მიწისძვრით დაზარალებულ ჰათაის პროვინციაში 183 ათასი კორპუსის და 15 ათასი სოფლის სახლის მშენებლობა იგეგმება.
ამის შესახებ მან დღეს ჰათაის პროვინციაში თქვა, სადაც კირიხანის, სამანდაგისა და დეფნეს რაიონებს ეწვია.
ერდოღანის თქმით, “კირიხანში 15 785 საცხოვრებელი ერთეული აშენდება“.
თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყატარი ქვეყანას 10 000 საკონტეინერო სახლს გაუგზავნის, რომლებსაც ისინი 2022 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის საჭიროებისთვის იყენებდნენ.
4000 ასეთი კონტეინერი უკვე დამონტაჟებულია.
სახელმწიფოს მეთაურმა ასევე განაცხადა, რომ დაზარალებულ რაიონებში 426 000 კარავია გაშლილი, და მომდევნო 2 თვეში 100 000 საკონტეინერო სახლი მოეწყობა.