“კიევ-პეჩერსკის ლავრიდან “მოსკოვის” ეკლესიის გამოსახლება უკრაინის სულიერი დამოუკიდებლობის განმტკიცებისკენ გადადგმული ნაბიჯია” – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ გასულ კვირას უკრაინამ სულიერი დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ ნაბიჯები გადადგა.

კერძოდ, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის მონასტერმა, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს კანონიკურ დაქვემდებარებაშია, მიიღო ბრძანება, კიევ-პეჩერსკის ლავრა მარტის ბოლომდე დატოვოს.

“ამ კვირაში გვაქვს წინსვლა ჩვენი სულიერი დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ. საზოგადოება ამას ხედავს და მე ვხედავ უკრაინელების მოწონებას ჩვენი ამ ნაბიჯების მიმართ, რომელიც არის სრულიად კანონიერი. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მოძრაობას. არ დავუშვებთ, რომ ტერორისტულ სახელმწიფოს ჰქონდეს რაიმე შესაძლებლობა ჩვენი ხალხის სულიერებით მანიპულირების, რომ გაანადგუროს ჩვენი უკრაინული სიწმინდეები, ჩვენი ლავრები, ან იქიდან რაიმე ძვირფასი ნივთები მოიპაროს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები