ჰააგაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეკოაქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ავტომაგისტრალი ჰქონდათ დაკავებული

ჰააგაში პოლიციამ წყლის ჭავლი გამოიყენა ეკოაქტივისტების წინააღმდეგ, რომლებსაც პროტესტის ნიშნად ავტომაგისტრალი ჰქონდათ დაკავებული. გარემოს დამცველი აქტივისტები საგადასახადო წესებს აპროტესტებენ, რაც მათი მტკიცებით, წიაღისეული საწვავის გამოყენებას ახალისებს. კერძოდ, ისინი ეწინააღმდეგებიან საგადასახადო შეღავათებს ნავთობგადამამუშავებელი ქვანახშირის საწარმოებისთვის.

ეკოაქტივისტების დემონსტრაციის პარალელურად, ჰააგაში მშვიდობიანი საპროტესტო აქცია ათასობით ფერმერმა გამართა. ისინი ხელისუფლების მიერ აზოტის გამოყენების შეზღუდვის გეგმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. მათი თქმით, ინიციატივა მრავალ ფერმას და საკვები პროდუქტების წარმოებას დააზარალებს.

აქციის მონაწილეებმა გზა აკრძალვის მიუხედავად, შუადღიდან რამდენიმე საათით გადაკეტეს. პოლიციამ აქტივისტებს წასვლისკენ მოუწოდა, თუმცა ზოგიერთმა მათგანმა ყურადღება არ მიაქცია. რამდენიმე მოწოდების შემდეგ სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს. დარჩენილი აქტივისტები საწვიმარებით და ქოლგებით შეიარაღდნენ.

საერთო ჯამში პოლიციამ 700 ადამიანი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები