აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა COVID-19-ის წარმოშობის შესახებ ინფორმაციის დეკლასიფიკაციას

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ერთხმად დაუჭირა მხარი ეროვნული დაზვერვის დირექტორს, ავრილ ჰეინსს, გასაიდუმლოებულ დოკუმენტს COVID-19-ის წარმოშობის შესახებ, გრიფი მოეხსნა. რაც გაზრდის ზეწოლას პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციაზე. აღნიშნულის შესახებ Reuters წერა.

ახლა კანონპროექტი იგზავნება თეთრ სახლში, რათა ბაიდენმა ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.

ვაშინგტონი ძალიან აქტიურ დებატებს აწარმოებს კორონავირუსის პანდემიის წარმოშობის შესახებ, თითქმის იმ დროიდან დაწყებული, როდესაც 2019 წლის ბოლოს ჩინეთის ქალაქ უხანში ადამიანის ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

გასულ თვეს დებატები გაძლიერდა, როდესაც Wall Street Journal-მა გამოაცხადა, რომ აშშ-ის ენერგეტიკის სამინისტრო დასკვნამდე მივიდა, თითქოს და  პანდემია, დიდი ალბათობით ჩინური ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგია. თავად ოფიციალური პეკინი ამ ვერსიას უარყოფს.

ამერიკის ოთხი სხვა უწყება თვლის, რომ COVID-19, დიდი ალბათობით, ბუნებრივი ინფიცირების შედეგი იყო, ხოლო კიდევ ორი უწყება ჯერ კიდევ არ ჩამოყალიბებულა.

ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანდემიის წარმოშობა, სავარაუდოდ, არასდროს იქნება ცნობილი. ჩინეთი აღნიშნავს, რომ განცხადება იმის შესახებ თითქოს პანდემია ლაბორატორიული გაჟონვის შედეგია, ნდობას არ იმსახურებს.

„ამერიკის მოსახლეობამ ყველა ასპექტი უნდა იცოდეს, მათ შორის, როგორ წარმოიშვა ეს ვირუსი, კერძოდ, იყო თუ არა ეს ბუნებრივი მოვლენა თუ ლაბორატორიასთან არის დაკავშირებული?“ – განაცხადა რესპუბლიკელმა მაიკ ტერნერმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

თავად ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია ხელი მოაწეროს თუ არა კანონპროექტს. თეთრი სახლის პრესმდივანმა კარინ ჟან-პიერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი მოწოდებულია ჩასწვდეს COVID-ის წარმოშობის არსს, მაგრამ ასევე სურს დაიცვას საიდუმლო ინფორმაცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები