მარიუპოლის მერის ინფორმაციით, ქალაქში 20-მდე აფეთქება მოხდა
10 მარტს, რუსი დამპყრობლების მიერ დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში 20-მდე აფეთქება მოხდა, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველი, პეტრო ანდრიუშჩენკო „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე წერს.
როგორც მან აღნიშნა, ამ დროისთვის აფეთქებების შესახებ დეტალები არ ვრცელდება, მაგრამ მათი ეპიცენტრი კალმიუსის რაიონში იყო.
„დაახლოებით 20 აფეთქება გაისმა მარიუპოლში. ეპიცენტრი იყო კალმიუსის რაიონში. დეტალები მოგვიანებით, მაგრამ საღამო აღარ არის ჩვეულებრივი“, – წერს ანდრიუშჩენკო.