რიში სუნაკი: უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, მაგრამ ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო არ არის

უკრაინაში ომი მოლაპარაკებებით დასრულდება, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა.

როგორც გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრისას აღნიშნა, ის მხარს დაუჭერს პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, რომ მას საუკეთესო პოზიცია ჰქონდეს ამ მოლაპარაკებების გასამართად.

მიუხედავად ამისა, რიში სუნაკი აცხადებს, ახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების დრო არ არის და დაადასტურა ვალდებულება უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიოს, რათა მათ ბრძოლის ველზე უპირატესობა ჰქონდეთ.

„რა თქმა უნდა, ეს ომი ისევე, როგორც ყველა კონფლიქტი, მოლაპარაკების მაგიდასთან დასრულდება, მაგრამ ეს იქნება უკრაინის გადაწყვეტილება. ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ მათ საუკეთესო პოზიცია ჰქონდეთ, რათა ეს მოლაპარაკებები გამართონ შესაბამის მომენტში. მაგრამ ამ მომენტში პრიორიტეტი უნდა იყოს მათთვის რესურსების მიწოდება და მხარდაჭერა, რაც მათ სჭირდებათ წინსვლისა და ბრძოლის ველზე უპირატესობის შესაქმნელად“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები