რას ფიქრობენ რუსეთში, არსებობს თუ არა პროვოკაციების რისკი ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის – პესკოვის კომენტარი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი, დიმიტრი პესკოვი მიიჩნევს, რომ, საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთისთვის პროვოკაციების რისკი არსებობს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტების მიერ შესაბამისი შინაარსის კითხვის საპასუხოდ თქვა.

“პროვოკაციების რისკები, რა თქმა უნდა, არსებობს. თქვენ და მე ვიცით, რომ სიტუაციას, რომელიც ამ სახალხო არეულობისა და აჯანყების მიზეზი გახდა, არაფერი აქვს საერთო რუსეთის ფედერაციასთან”, – თქვა მან.

მისი განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ და პარლამენტარების ნაწილმა ამერიკის “უცხოური აგენტების შესახებ” კანონი დააინიცირა, შესაბამისად,
“რუსეთს არანაირი კავშირი არ აქვს არც არსებითად და არც ფორმით. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო საქმეებში”, – განაცხადა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები