ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, სანქციები რუსეთის ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ დააწესონ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ყოველდღიურ მიმართვაში დასავლეთს რუსეთის ბირთვული ენერგიის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ზაპორიჟიეს ელექტროსადგურის მორიგი გათიშვა მათ უპასუხისმგებლობაზე მიანიშნებს.

“რუსეთი მიზანმიმართულად აპირებს, შექმნას კრიტიკული სიტუაციები ჩვენს ატომურ ობიექტებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ბირთვულ სფეროში რაიმე სახის ურთიერთობების კეთილსინდისიერი მონაწილე არ შეიძლება იყოს. ასე რომ, რაც ადრე იქნება რუსეთის ბირთვული ინდუსტრია სანქციების ქვეშ, მით უფრო უსაფრთხოდ იქნება მსოფლიო. არ შეიძლება, დავუტოვოთ ტერორისტულ სახელმწიფოს რაიმე შესაძლებლობა, გამოიყენოს ბირთვული ობიექტები მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში,” – დასძინა მან.

ევროკომისიამ სანქციების მე-10 პაკეტში რუსეთის ბირთვულ სექტორზე ან მის წარმომადგენლებზე სანქციების დაწესებაზე უარი თქვა. CNN-ის მიერ გამოკითხული ექსპერტების აზრით, ეს გამონაკლისი “როსატომის” უცხოური პროექტების სიმრავლის გამო მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები