გერმანიაში, ეკლესიაში სროლა მოხდა – სულ მცირე, 7 ადამიანია დაღუპული

ჰამბურგში რელიგიური ორგანიზაციის “იეღოვას მოწმეთა” ერთ-ერთ ეკლესიაში სროლა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 7 ადამიანია დაღუპული, 8 – დაჭრილი.

ამის შესახებ Bild-ი წერს.

როგორც პოლიციაში განაცხადეს, დაღუპულთა შორის, სავარაუდოდ, თავად მსროლელიც არის.

ამასთან, უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ ერთზე მეტი თავდამსხმელი ყოფილიყო.

ძალოვან უწყებას არ აქვს “დადასტურებული ინფორმაცია მომხდარის მოტივებზე”.

ქალაქის მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი აარიდონ შემთხვევის ადგილს და არ დატოვონ სახლები მიმდებარე ქუჩებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები