რაფაელ გლუქსმანი: ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია, თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ ქართველებს ან უკრაინელებს, ისინი ყოველდღიურად გვახსენებენ, რა არის რეალურად ევროპული პროექტი
ქართველები და უკრაინელები ყოველდღიურად გვახსენებენ, რა არის რეალურად ევროპული პროექტი,- ამის შესახებ ევროპარლამენტში „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის“ წევრი რაფაელ გლუქსმანი “ტვიტერში” წერს.
მისი თქმით, „ევროკავშირი არ არის მხოლოდ ბაზარი ან ბიუროკრატია“.
„ხალხი არ დგას ბაზრისთვის, ან ბიუროკრატიისთვის. თუ ეჭვი გეპარებათ, ჰკითხეთ ქართველებს ან უკრაინელებს. ისინი ყოველდღიურად გვახსენებენ, რა არის რეალურად ევროპული პროექტი. ვიყოთ ღირსები“,- წერს გლუქსმანი.