ოლაფ შოლცი: ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინს ომის დასრულება სურს
გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ვერ ხედავს რაიმე მინიშნებას, რომ კრემლი უკრაინაში საომარი მოქმედებების შეწყვეტით არის დაინტერესებული. ამის შესახებ ოლაფ შოლცმა გერმანულ მედიაჰოლდინგ „ენბიართან“ ინტერვიუში განაცხადა.
„სამწუხაროდ, მე ასეთ სურვილს ვერ ვხედავ“, – აღნიშნა შოლცმა.
მანვე დასძინა, რომ გერმანიის ეკონომიკა ენერგოდეფიციტს არ განიცდის და ეკოლოგიური ტექნოლოგიების დამსახურებით, შესაძლოა, უახლოეს მომავალში 1950-1960 წლების ზრდის ნიშნულს მიაღწიოს.