გერმანიის ელჩი: მივესალმები კანონის პროექტის გამოთხოვას, ევროკავშირი და საქართველო დიდი ისტორიული შესაძლებლობის წინაშე არიან
კანდიდატის სტატუსი მიღწევადია, თუ ყველა ფოკუსირებული იქნება ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესსა და 12 რეკომენდაციის პროგრესზე, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი „ტვიტერში“ წერს.
მისივე თქმით, ევროკავშირი და საქართველო დიდი ისტორიული შესაძლებლობის წინაშე არიან.
„მივესალმები კანონის პროექტის გამოთხოვას. ევროკავშირი და საქართველო დიდი ისტორიული შესაძლებლობის წინაშე არიან: საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ეს მიღწევადია, თუ ყველას სურს და იქნება ფოკუსირებული ინკლუზიურ, მშვიდობიან, დემოკრატიულ პროცესსა და 12 რეკომენდაციის პროგრესზე. მე ეს მსურს“, – წერს პეტერ ფიშერი.