რუსი ოკუპანტების მიერ ზოლოჩივის რაიონის დაბომბვას, სულ მცირე, 5 ადამიანი შეეწირა

რუსმა ოკუპანტებმა გვიან ღამით ლვოვის ოლქის ზელოჩივის რაიონში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

ლვოვის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, მაქსიმ კოზიცკის თქმით, ნანგრევებიდან უკვე 5 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარია ამოყვანილი.

სამძებრო სამუშაოები და ნანგრევების გაწმენდა გრძელდება.

დაღუპულთა შორის 3 მამაკაცი და ორი ქალია.

დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.

გარდა ამისა, კოზიცკის თქმით, აფეთქების შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელმაც “სამი საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, სამი მანქანა, ავტოფარეხი და რამდენიმე სამეურნეო ნაგებობა”.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები