“უკრაინას სჭირდება მილიონი საარტილერიო ჭურვი” – ოლექსი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინას მილიონი საარტილერიო ჭურვი სჭირდება.

ამის შესახებ მან შვედეთში ევროკავშირის თავდაცვის მინისტრებთან არაფორმალურ შეხვედრაზე თქვა.

“ჩვენ გვჭირდება მილიონი საარტილერიო ჭურვი. ამას ალბათ, დაახლოებით, ოთხი მილიარდი ევრო დასჭირდება”, – განაცხადა მინისტრმა.

რუსეთის მიერ ახალი შეტევის წამოწყების მცდელობის ფონზე, კიევი 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვების კრიტიკულ დეფიციტს განიცდის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები